მოგესალმები, სტუმარი! რეგისტრაცია RSS

WaPpi.Ucoz.Com

პარ, 2024/აპრ/26
მთავარი » სტატიები » საქ. კუთხეები

სვანური ენა




სვანური ენა
სვანური ენა (სვან. ლუშნუ ნინ) ქართველური ენების ჯგუფს მიეკუთვნება და საქართველოს ჩრდილო-დასავლეთში, ძირითადად სვანეთში მცხოვრები ხალხის მშობლიური ენაა. სვანურად დაახ. 30.000 ადამიანი საუბრობს მესტიისა და ლენტეხის რაიონებში, ენგურის, ცხენისწყლისა და კოდორის ხეობის გასწვრივ მდებარე დასახლებებში. სვანურად მოსაუბრე ადამიანთა ნაწილი აფხაზეთის რეგიონში ცხოვრობს, რაც დაახ. 2500 ადამიანი უნდა იყოს, თუმცა იქ არსებული სოციალურ-პოლიტიკური ვითარება მათი რიცხვის ზუსტად დადგენას თითქმის შეუძლებელს ხდის.
სვანური ენა ოჯახურ და არაოფიციალურ სოციალურ ურთიერთობაში გამოიყენება. მას წერილობითი სტანდარტი ან ოფიციალური სტატუსი არ გააჩნია. სვანურად მოსაუბრეთა უმრავლესობა ასევე ფლობს ქართულსაც, ქვეყნის ოფიციალურ ენას. სვანურის ფორმალური სწავლება არ არსებობს და ამ ენაზე მოსაუბრეთა რაოდენობა დღითიდღე კლებულობს გაუარესებული ეკონომიკური ვითარებით სვანი მოსახლეობის ქვეყნის სხვა რეგიონებში გაფანტვის გამო. სვანური ენა ამჟამად გაქრობის საშიშროების ქვეშ დგას, ვინადან ახალი თაობის უმეტესობა მას თავისუფლად უკვე ვეღარ ფლობს.


ისტორია
სვანური ყველაზე გამორჩეული (განსხვავებული) წევრია ქართველურ ენათა შორის, და დანარჩენი სამი ენის (ქართული, ლაზური და მეგრული) ცოდნით მისი გაგება შეუძლებელია. მიიჩნევენ, რომ სვანური ქართველურ ენებს გაემიჯნა ძვ. წ. II ათასწლეულიდან, დაახ. ათასი წლით ადრე, ვინემ მას დანარჩენი ორი ენაც გამოეყოფოდა. ეს ფაქტი შესაძლოა განპირობებული იყოს სვანი მოსახლეობის შედარებით მიუვალ გეოგრაფიულ პირობებში განსახლებით, რაც სხვა ქართველურ ტომებთან აქტიურ ურთიერთობას გარკვეულწილად ზღუდავდა.

დიალექტები
სვანური ენა შემდეგ დიალექტებად და სუბ-დიალექტებად იყოფა:
ბალსზემოური (დაახ. 15.000 მოსაუბრე): უშგული, კალა, იფარი, მულახი, მესტია, ლენჯერი, ლათა.
ბალსქვემოური (დაახ. 12.000 მოსაუბრე): ბეჩო, ცხუმარი, ეცერი, ფარი, ჭუბერი, ლახამი.
ლაშხური
ლენტეხური: ხელედი, ხოფური, რცხმელური, ჭოლური.


ლექსიკა
გამარჯობა - ხოჩა ლადეღ
საღამო მშვიდობისა - ხოჩა ნებოოზ
როგორ ხართ? - მაგვარდ ხარიდ?
თქვენ როგორ ხართ? - სგაი იმ ჟიხარიდ?
კარგად ვარ - ხოჩამდ ხვარი
ცუდად ვარ - ხოლამდ ხვარი
მადლობა - ივასუ ხარი
მე/შენ/ის - მი/სი/ეჯი


რიცხვები
1 ეშხუ
2 ერბი
3 სემი
4 ვოშთხვ
5 ვოხვიშდ
6 უსგვა
7 იშგვიდ
8 არა
9 ჩხარა
10 ეშტ
კატეგორია: საქ. კუთხეები | დაამატა: lipo (2012/თებ/26)
ნანახია: 2634 | კომენტარი: 6 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 3
3 marika  
0
ara ra unda viswavlo ))) tkuilad var svani ? :@

2 -ბომბო )  
0
kaiiaa ! : )

1 lipo  
0
კომენტარები?? happy biggrin

სახელი *:
Email *:
კოდი *: