მთავარი » სტატიები » ზოგადად ბუნება |
მასალის რაოდენობა კატეგორიაში: 3 ნაჩვენებია მასალა: 1-3 |
დალაგება: თარიღით · სათაურით · რეიტინგით · კომენტარებით · ნახვებით
დათვისებრნი (Ursidae) — ძუძუმწოვრების ოჯახი მტაცებელი რიგისა. აერთიანებს თანამედროვე მტაცებლების ყველაზე დიდი ზომის სახეობებს. |
განათხარ ძეგლებში ნაპოვნი ძვლოვანი მასალა მოწმობს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ზედა პალეოლითის პერიოდში ნადირობის ობიექტი იყო თხა, ქურციკი, გამოქვაბულის დათვი, მგელი, გარეული ცხენი და სხვა ნადირი. ნეოლითიდან — ირემი, შველი, წავი; ენეოლითიდან — გარეული ღორი, ნიამორი, თახვი, სხვადასხვა ფრინველი; ბრინჯაოს ხანიდან — კურდღელი, მელა და ა. შ. თრიალეთის პეტროგლიფებსა და ბრინჯაოს განათხარ ნივთბზე გამოსახული ნადირი და ნადირობის სცენები მიუთითებს ნადირობის კოლექტიურ ხასიათსა და სამეურნეო მნიშვნელობაზე. ხასიათსა და სამეურნეო მნიშვნელობაზე. სანადირო ფაუნისა და ნადირობის შესახებ მნიშვნელოვანი ცნობებია დაცული ქართულ წერილობით წყაროებში, განსაკუთრებით ვახუშტის თხზულებებში. |
ნადირობის ანტიკური ქალღმერთი არტემიდე ნადირობა — გარეული ნადირისა და ფრინველის მოპოვება. ადამიანის საწარმოო მოღვაწეობის ერთ-ერთი უძველესი დარგი. თავდაპირველად (პალეოლითის ეპოქაში) ნადირობა კოლექტიურ ხასიათს ატარებდა და ნანადირევსაც კოლექტიურად იყენებდნენ. იგი შეხამებული იყო მეთევზეობასთან, მიწათმოქმედებასთან, მეცხოველეობასთან და სხვა დარგებთან. სახოგადოების განვითარებასთან ერთად წარმოიშვა ნადირობის ინდივიდუალური ფორმა, რომელიც თანდათანობით (განსაკუთრებით ჩრდილოეთ განედში) გადაიზარდა რეწვაში. |